ბორის აკუნინის ფან-კლუბის ვებ-საიტი

http://sites.google.com/site/akuninclub/

Wednesday, January 13, 2010

გამოვიდა ბორის აკუნინის ახალი წიგნი ”მთელი სამყარო თეატრია”

გაყიდვაში გამოვიდა ბორის აკუნინის ახალი წიგნი ”მთელი სამყარო თეატრია”.

ახალი რომანის მოქმედება მიმდინარეობს 1911 წელს. ერასტი ფანდორინი 55 წლისაა. ის იძიებს მკვლელობას, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში მოხდა.

წიგნი შეგიძლიათ მოიძიოთ ბორის აკუნინს ფან-კლუბის ბიბლიოგრაფიის განყოფილებაში.

წლის მწერლის ნომინაციაში ბორის აკუნინმა მეორე ადგილი აიღო

რუსებმა აირჩიეს 2009 წლის კულტურის სფეროში მოღვაწე ”გმირები”: წლის მუსიკოსი, წლის მსახიობი, წლის მწერალი და წლის ფილმი.

გამოკითხვა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსეთის ცენტრმა
(Всероссийский центр изучения общественного мнения - ВЦИОМ).

2009 წლის 19 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გამოკითხულ იქნა 1600 ადამიანი რუსეთის ფედერაციის 140 დასახლებულ პუნქტში.

წლის მწერლად დასახელდა დარია დანცოვა. მან გამოკითვაში მონაწილეთა ხმების 5% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ბორის აკუნინი 2%-ით, ხოლო მესამე ადგილზე ალექსანდრა მარინინა - 1%-ით.

წყარო: http://korrespondent.net/showbiz/music/1030594